დიღმის მასივში აფეთქების ფაქტზე ადგილობრივი მოსახლეობასა და „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს
დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოკითხვები მიმდინარეობს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, პოლიციაში ადგილობრივ მოსახლეობასა და „ყაზტრანსგაზ თბილისის“ თანამშრომლებს კითხავენ.
დიღმის მასივში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება დღეს მოხდა. დაშავდა რვა ადამიანი.