ლეგენდარული დიეგო მარადონას ვაჟი ესპანური კლუბის, „იბარას“ მთავარი მწვრთნელი გახდა.
„იბარა“ ესპანეთის მეხუთე დივიზიონში თამაშობს. მისმა პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ 38 წლის დიეგო მარადონა-უმცროსი გუნდს 2024-25 წლების სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს.
დიეგო მარადონას ვაჟმა ვერ შეძლო წარმატებული საფეხბურთო კარიერის შექმნა, მაგრამ თამაშობდა პლაჟის ფეხბურთს და იტალიის ნაკრებშიც გამოდიოდა. მოგვიანებით უმცროსი მარადონა სამოყვარულო კლუბებს ავარჯიშებდა.