ლეგენდარული დიეგო მარადონას ადვოკატმა მატიას მორლამ, რომელიც არგენტინელი ფეხბურთელის ინტერესებს იცავს ყოფილი მეუღლის, კლაუდია ვილიაფანის საქმეში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი კლიენტი საკუთარი ქალიშვილის, ჯანინას დაპატიმრებას ითხოვს.
სასამართლო პროცესი 2015 წელს დაიწყო, როცა მარადონამ თავისი მეუღლე 3.8 მილიონი ევროს მოპარვაში დაადანაშაულა.
“დიეგოს აქვს მტკიცებულება, რომ ჯანინამ ურუგვაიში იმოგზაურა და იქ რამდენიმე საბანკო ოპერაცია შეასრულა, – მოჰყავს არგენტინულ გაზეთ Clarin-ს მორლას სიტყვები. – მაგრამ, მას არც ანგარიში გააჩნია და არც აქტივები. მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, აუცილებელია პრევენციული დაპატიმრება”, -აცხადებს ადვოკატი.