ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა მექსიკური კლუბის “დორადოსის” მთავარი მწვრთნელი გახდა, – იტყობინება გუნდის “ტვიტერი”. “დორადოსი” მექსიკის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში გამოდის.
დიეგო მარადონას ბოლო სამუშაო ადგილი იყო ბელარუსული კლუბი ბრესტის “დინამო”. იქ მან მცირე ხნით იმუშავა მმართველი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. ბოლო კლუბი, რომელშიც არგენტინელი მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, არაბეთის გაერთიანებული საამიროების კლუბი “ალ-ფუჯაირა” იყო.