დიეგო კოშტას პირველი გოლი, მონტელას პირველი მოგება

08:03, 04.01.2018

ესპანეთის თასის გათამაშებაში მერვედფინალური ეტაპი დაიწყო. პირველი მატჩები გაიმართა ოთხ წყვილში და ორ შეხვედრაში მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა.
“ატლეტიკოში” დაბრუნება გოლით აღნიშნა დიეგო კოშტამ, რომელიც მადრიდულ კლუბში 2010-2014 წლებში თამაშობდა. დიეგო სიმეონეს გუნდმა სტუმრად 4:0 მოუგო ქვედალიგელლეიდას“. დიეგო კოშტამდე გოდინმა და ფერნანდო ტორესმა გამოიჩინეს თავი, კიდევ ერთი გოლი გრიზმანის ანგარიშზეა.
განმეორებითი მატჩი მადრიდში 9 იანვარს ჩატარდება.
მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ის, რომ “სევილიამ” პირველივე მატჩი მოიგო ახალი მწვრთნელის ვინჩენცო მონტელას ხელმძღვანელობით. სევილიელებმა სტუმრად დაამარცხეს “კადისი” – 2:0. გოლები ნოლიტომ და ხესუს ნავასმა გაიტანეს.
კიდევ ორ მატჩში ასეთი შედეგები დაფიქსირდა:
“ლას პალმასი“-“ვალენსია” 1:1
ფორმენტერა“-“ალავესი” 1:3.

მსგავსი