ესპანეთის თასის გათამაშებაში მერვედფინალური ეტაპი დაიწყო. პირველი მატჩები გაიმართა ოთხ წყვილში და ორ შეხვედრაში მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა.
“ატლეტიკოში” დაბრუნება გოლით აღნიშნა დიეგო კოშტამ, რომელიც მადრიდულ კლუბში 2010-2014 წლებში თამაშობდა. დიეგო სიმეონეს გუნდმა სტუმრად 4:0 მოუგო ქვედალიგელ “ლეიდას“. დიეგო კოშტამდე გოდინმა და ფერნანდო ტორესმა გამოიჩინეს თავი, კიდევ ერთი გოლი გრიზმანის ანგარიშზეა.
განმეორებითი მატჩი მადრიდში 9 იანვარს ჩატარდება.
მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ის, რომ “სევილიამ” პირველივე მატჩი მოიგო ახალი მწვრთნელის ვინჩენცო მონტელას ხელმძღვანელობით. სევილიელებმა სტუმრად დაამარცხეს “კადისი” – 2:0. გოლები ნოლიტომ და ხესუს ნავასმა გაიტანეს.
კიდევ ორ მატჩში ასეთი შედეგები დაფიქსირდა:
“ლას პალმასი“-“ვალენსია” 1:1
“ფორმენტერა“-“ალავესი” 1:3.