თასის მერვედფინალური წყვილები ცნობილია

19:46, 19.04.2019

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის წილისყრაზე მერვედფინალის მეტოქეები გაირკვა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გამართული წილისყრის შედეგს ელოდა ეროვნული ლიგის ხუთი, ეროვნული ლიგა 2-ის შვიდი, ლიგა 3-ის ერთი და ლიგა 4-ის სამი გუნდი.

გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

„თელავი“ – „ლოკომოტივი“

„სამტრედია“ – „საბურთალო“

„მარტვილის მერანი“ – „გურია“

„რუსთავი“ – „სიონი“

„თბილისი სითი“ – „ზუგდიდი“

„თბილისის მერანი“ – „თბილისის დინამო“

„გარეჯი“ – „სპაერი

„გაგრა“ – „ტორპედო“

მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები 18-19 ივნისს გაიმართება. შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

მსგავსი