დიდთოვლობის გამო მასპინძელი შეიცვალა – „ტორპედოსა“ და „გაგრას“ მატჩი ქუთაისის ნაცვლად თბილისში გაიმართება #1TVSPORT
დიდთოვლობის გამო მასპინძელი შეიცვალა – „ტორპედოსა“ და „გაგრას“ მატჩი ქუთაისის ნაცვლად თბილისში გაიმართება #1TVSPORT

დიდთოვლობის გამო ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩს „გაგრასთან“ სტუმრად ითამაშებს. გეგმის მიხედვით, ქუთაისელებს შეხვედრა საკუთარ მოედანზე უნდა ჩაეტარებინათ.

„ქუთაისში დიდთოვლობის გამო, ეროვნული ლიგის პირველ ტურში მასპინძელი გუნდი შეიცვალა. სეზონს სტუმრად „გაგრასთან“ მატჩით დავიწყებთ“, – წერია ქუთაისური კლუბის გავრცელებულ ცნობაში.

უკანასკნელი ინფორმაციით, მატჩი პირველ მარტს, 18:00 საათზე, თბილისში, „პეტრიაშვილი არენაზე“ გაიმართება.