დიდთოვლობის გამო ბათუმის „დინამო“ „ვესტ ჯორჯიას“ დახურულ მანეჟში ემზადება #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“, რომელიც დიდთოვლობის გამო ვერ ვარჯიშობდა, ბათუმის ახალი საფეხბურთო კლუბის „ვესტ ჯორჯიას“ დეხმარები დახურულ დარბაზში ემზადება – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„დიდი მადლობა ჩვენს მეგობრებს „ვესტ ჯორჯიიდან“. რეგიონში შექმნილი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ბოლო დღეებში ჩვენს ბაზაზე ვარჯიშის საშუალება არ გვეძლეოდა. „ვესტ ჯორჯიას“ მხარდაჭერით შევძელით ვარჯიშის ორგანიზება ამ გუნდის დახურულ დარბაზში. ასეთი სიკეთე და სოლიდარობა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა „ვესტ ჯორჯიას“, – წერია ბათუმელთა განცხადებაში.
საქართველოში გადახურული საფეხბურთო მანეჟი აქამდე მხოლოდ ბათუმის საფეხბურთო კლუბ „პორტუსს“ ეკუთვნოდა, მაგრამ ის დიდთოვლობის დროს დაზიანდა. მეორე დახურული მანეჟი კი ორი წლის წინ დაარსებულმა კლუბმა „ვესტ ჯორჯიამ“ შარშან ააშენა.
ბათუმის „დინამომ“ მზადება 19 თებერვლიდან განაახლა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე დღე ივარჯიშა. ეროვნული ლიგის პირველ ტურში გუნდი „დინამო თბილისს“ 2 მარტს უმასპინძლებს.