დიდიე დეშამი „იუვენტუსის“ მწვრთნელობის ძირითადი კანდიდატია
დიდიე დეშამი „იუვენტუსის“ მწვრთნელობის ძირითადი კანდიდატია

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა, შესაძლოა, „იუვენტუსი“ ჩაიბაროს. ტურინული კლუბის ხელმძღვანელობას ფრანგის კანდიდატურა პრიორიტეტად მიაჩნია.

ინფორმაცია დეშამთან შესაძლო თანამშრომლობაზე „იუვენტუსის“ ამჟამინდელი მწვრთნელის მასიმილიანო ალეგრისა და კლუბის პრეზიდენტის ანდრეა ანიელის შეხვედრის შემდეგ გაჩნდა. ეს შეხვედრა რვა მაისს გაიმართა. ამის შესახებ „ტუტოსპორტი“ (Tuttosport) წერს.

50 წლის დეშამი „იუვენტუსში“ 2006-07 წლების სეზონში მუშაობდა და გუნდი სერია B-დან უმაღლეს დივიზიონში გადაიყვანა.

2018 წლის ზაფხულში დეშამმა საფრანგეთის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებამდე მიიყვანა.

დატოვე კომენტარი