დიდი უპირატესობის მიუხედავად - ბათუმის „დინამო“ უკრაინულ „ლვივთან“ დამარცხდა #1TVSPORT
დიდი უპირატესობის მიუხედავად - ბათუმის „დინამო“ უკრაინულ „ლვივთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე მორიგი საკონტროლო შეხვედრა უკრაინულ „ლვივთან“ გამართა და დიდი უპირატესობის მიუხედავად, 0:1 დამარცხდა.

უკრაინელებმა ანგარიში შეხვედრის დასაწყისშივე გაიტანეს. ამის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდმა უდიდესი უპირატესობა მოიპოვა და ბევრი საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და „ლვივმა“ 1:0 გაიმარჯვა.

„დინამო“ ბთ: ბეგაშვილი, აზაროვი, აზაცკი, კობახიძე, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ტეიდი, ბიძინაშვილი, ზარია, ჯიღაური, ფანცულაია.

ბათუმის „დინამო“ სეზონისთვის მზადებას ისევ თურქეთში გააგრძელებს – გია გეგუჩაძის გუნდი მომდევნო თამაშს ესტონურ „ლევადიასთან” გამართავს.