„დიდი შვიდეული“ – ყურადღებით ვაკვირდებით უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში მოვლენების განვითარებას, სერიოზულად ვართ შეშფოთებული, შევხვდით ბიუროს წარმომადგენლებს

09:58, 22.07.2025

„დიდი შვიდეული“ უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

„„დიდი შვიდეული“ ყურადღებით აკვირდება უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში (NABU) მოვლენების განვითარებას, მათ შორის NABU-ს რამდენიმე თანამშრომლის სავარაუდო დანაშაულების გამოძიების პროცესის გამოძიებას. შევხვდით ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლებს, სერიოზულად ვართ შეშფოთებულები და ვაპირებთ ამ მოვლენების მთავრობის ლიდერებთან განხილვას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 21 ივლისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, გენერალური პროკურორის ოფისთან ერთად, სპეციალური ოპერაცია დაიწყო, რომლის მიზანია ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში „რუსული გავლენის ნეიტრალიზაცია“. ჩხრეკა 80-მდე ადგილას ჩატარდა. უკრაინული მედია წერდა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ერთ-ერთი თანამშრომელი რუსეთს საიდუმლო მონაცემებს გადასცემდა.

მსგავსი