უკრაინული მედიის ცნობით, ანტიკორუფციულ ბიუროში „რუსული გავლენის ნეიტრალიზებისთვის“ ოპერაცია მიმდინარეობს

13:52, 21.07.2025

დღეს დილით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, გენერალური პროკურორის ოფისთან ერთად, სპეციალური ოპერაცია დაიწყო, რომლის მიზანია ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში „რუსული გავლენის ნეიტრალიზაცია“.

როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინის სხვადასხვა რეგიონში 80-მდე ადგილას ჩხრეკა მიმდინარეობს.

როგორც მედია იუწყება, უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ერთ-ერთი თანამშრომელი რუსეთს საიდუმლო მონაცემებს გადასცემდა.

მსგავსი