დიდი სენსაცია საქართველოს თასზე - „დინამო“ თასიდან მეორე ლიგელმა გამოაგდო

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალური შეხვედრები დიდი სენსაციით დასრულდა – ყველაზე ტიტულოვანი ქართული გუნდი თბილისის „დინამო“ რანგით მეორე საფეხბურთო ლიგის გათამაშების ლიდერმა თბილისის „მერანმა“ დაამარცხა. გამარჯვებული ძირითად დროში ვერ გამოვლინდა, ერთადერთი გოლი კი 115-ე წუთზე გავიდა – პენალტით „მერანის“ ვეტერანმა მოთამაშემ, გოგი ფიფიამ გაიტანა.

„გაგრა“ – „ტორპედო“ 2:3

„თელავი“ – „ლოკომოტივი“ 0:1

„მერანი“ – „დინამო“ თბ 1:0

„რუსთავი“ – „სიონი“ 2:0

ამგვარად, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასისთვის მებრძოლთა რაოდენობა რვამდე შემცირდა. 1/4 ფინალში ლიგა 4-ის ორი გუნდი გავიდა, „თბილისი სითი“ და „გარეჯი“, ასევე მარტვილის „მერანი“, „საბურთალო“, „ტორპედო“, „ლოკომოტივი“, თბილისის „მერანი“ და „რუსთავი“.