„დიდი ოცეულის“ სამიტის მოსამზადებელ შეხვედრაზე ანალენა ბერბოკმა სერგეი ლავროვს უკრაინაში ომის დასრულების მოთხოვნით მიმართა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა „დიდი ოცეულის“ ნოემბრის სამიტის მოსამზადებელ შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს უკრაინაში ომის დასრულების მოთხოვნით მიმართა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
„თუ თქვენ ზრუნავთ ხალხის სიცოცხლეზე, თუ თქვენ ზრუნავთ საკუთარ ხალხზე, რუს ბავშვებსა და ახალგაზრდა ხალხზე, უნდა დაასრულოთ ეს ომი ახლავე“, – მიმართა ბერბოკმა ლავროვს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა უფრო მეტია, ვიდრე რეგიონული კონფლიქტი.
„რუსული ომის აგრესია ჩვენ, ყველას გამოწვევის წინაშე გვაყენებს, მტკიცედ დავიცვათ ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც ყველას გვიცავს გაერო-ს წესდებაში, საერთაშორისო კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებებში. ეს პრინციპები იცავს ყველა ერს, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დიდია ან პატარა ერი“, – აღნიშნა ბერბოკმა.