დიდი ბრიტანეთში ფულის გათეთრების, ყალბი აღრიცხვისა და გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით 17 პირი დააკავეს
დიდი ბრიტანეთში ფულის გათეთრების, ყალბი აღრიცხვისა და გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით 17 პირი დააკავეს.
გამოცემა „როიტერის“ ცნობით, მასშტაბურ ოპერაციაში მონაწილეობას 800 ოფიცერი და ფინანსური მარეგულირებელი ორგანო იღებდა.
პოლიციის განცხადებით, რამდენიმეთვიანი გამოძიების ფარგლებში ფინანსური ორგანო შვიდი ფირმის წინააღმდეგ ზომებს იღებს, ამასთან, იძებნება 30 პირი.
ჩხრეკა ლონდონში, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ინგლისში 29 სექტემბერს ჩატარდა.
„სქაი ნიუსის“ ინფორმაციით, ოპერაციის დროს ერთი პოლიციელი ფეხში დაჭრეს.