დიდი ბრიტანეთში დღეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა მასშტაბური გაფიცვა გაიმართება
დიდი ბრიტანეთში დღეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა მასშტაბური გაფიცვა გაიმართება.
ქუჩაში ათობით ათასი მედდა და სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომელი აპირებს გასვლას. ისინი მთავრობისგან ხელფასების გაზრდას მოითხოვენ.
ხელისუფლება აცხადებს, რომ აღნიშნული მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია, რადგან კიდევ უფრო მაღალ ინფლაციას გამოიწვევს.
„როიტერის“ ცნობით, ეს გაფიცვა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის 75-წლიან ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იქნება.
გაერთიანებულ სამეფოში სახელმწიფო მოხელეთა და საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გაფიცვები ზაფხულიდან არ წყდება. ბოლო საყოველთაო გაფიცვა პირველ თებერვალს გაიმართა, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.