დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების მინისტრი - სკრიპალების მოწამვლაზე პასუხისმგებელი ვლადიმერ პუტინია
დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების მინისტრი - სკრიპალების მოწამვლაზე პასუხისმგებელი ვლადიმერ პუტინია

დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების მინისტრის თქმით, ყოფილი ორმაგი ჯაშუშის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაზე პასუხისმგებელი პირადად ვლადიმერ პუტინია.

ეს განცხადება ბენ უოლასმა BBC-სთან ინტერვიუს დროს გააკეთა. მისი თქმით, ლონდონი მზადაა, საპასუხო ზომები მიიღოს.

უოლასის თქმით, ლონდონი მოსკოვის წინააღმდეგ დიპლომატიურ ნაბიჯებსაც გადადგამს. მათ შორის მიმართავს გაერო-ს და ქიმიური იარაღის კონტროლის ორგანიზაციას, რათა რუსეთის მიმართ სანქციები დაწესდეს.

ბენ უოლასის განცხადებას წინ უძღოდა დიდი ბრიტანეთის გამოსვლა პარლამენტში, სადაც ტერეზა მეიმ სკრიპალების მოწამვლაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლები დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, სკრიპალების მოწამვლაში ბრიტანეთის პოლიციამ ეჭვმიტანილებად ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი დაასახელა.  ბრიფინგზე ასევე გამოაქვეყნეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელზეც აღნიშნული პირების გადაადგილებაა ასახული. როგორც სამართალდამცავები ამბობენ, ორი ეჭვმიტანილი დიდი ბრიტანეთში მარტის დასაწყისში ჩავიდა და ნერვულ-პარალიტიკური შხამი „ნოვიჩოკი“ ჩაიტანა, რომლითაც სკრიპალები მოწამლეს.