დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრიტანეთის მოქალაქეებიც არიან მათ შორის, ვინც ღაზის სექტორიდან ეგვიპტეში გადასვლა შეძლო
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრიტანეთის მოქალაქეებიც არიან მათ შორის, ვინც ღაზის სექტორიდან ეგვიპტეში გადასვლა შეძლო

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ უცხო ქვეყნის პასპორტის მფლობელ მოქალაქეებს შორის, რომლებმაც ღაზის სექტორიდან რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მეშვეობით ეგვიპტეში გადასვლა შეძლეს, ბრიტანეთის მოქალაქეებიც არიან. თუმცა ინგლისის საგარეო უწყებას არ დაუკონკრეტებია, რამდენმა ბრიტანელი დატოვა ტერიტორია.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ბრიტანეთის მოქალაქეების სია, რომელთაც ღაზას დატოვება სურთ, შეთანხმებული იყო ეგვიპტისა და ისრაელის ხელისუფლებასთან.

ცნობისთვის, ღაზაში ომის დაწყებიდან პირველად, უცხო ქვეყნის პასპორტის მფლობელებმა არაბული ანკლავიდან გასვლა დღეს დაიწყეს. ღაზის სექტორი ათეულობით ადამიანმა „რაფაჰის“ გამშვები პუნქტიდან დატოვა.

გავრცელებული ცნობით, გასასვლელის გახსნის შესახებ ეგვიპტეს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმება კატარის შუამავლობით და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით მოხდა.