დიდ დიღომში აფეთქებასთან დაკავშირებით დაკავებულია ორი პირი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დაკავებულია ორი პირი.
ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ორი დღის უკან დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს. გაზის გაჟონვას მოჰყვა ნგრევა, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ჩვენს საზოგადოებას. მე მაშინვე დავავალე სამართალდამცველებს, რომ უმოკლეს ვადებში ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები და გამოევლინათ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი. რამდენიმე წუთის წინ მაცნობეს, რომ დაკავებულია ორი პირი. გამოძიება გრძელდება. გარწმუნებთ, რომ ყველა პირი, რომელსაც ამ ტრაგედიასთან მიმართებაში ჰქონდათ პროფესიული ქმედებიდან გამომდინარე შეცდომა, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.