დიბალას „ლიონთან“ მერვედფინალის გამოტოვება ემუქრება
დიბალას „ლიონთან“ მერვედფინალის გამოტოვება ემუქრება

ტურინის „იუვენტუსმა“ ინფორმაცია გაავრცელა ფორვარდ პაულო დიბალას ტრავმის შესახებ. არგენტინელმა ფორვარდმა დაზიანება „სამპდორიასთან“ მატჩში მიიღო. როგორც ირკვევა, დიბალა მარცხენა ბარძაყის კუნთში ტკივილს გრძნობს.

იტალიის ჩემპიონს არ დაუკონკრეტებია ფეხბურთელის აღდგენის ვადები და მხოლოდ აღნიშნა, რომ სიტუაციის ყოველდღიურ მონიტორინგს ჩაატარებს.

ასე რომ, დიბალას ემუქრება ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალის გამოტოვება „ლიონის“ წინააღმდეგ. მატჩი 7 აგვისტოს უნდა გაიმართოს. პირველი მატჩი საფრანგეთში „ლიონმა“ 1:0 მოიგო.

დატოვე კომენტარი