„პარი სენ-ჟერმენის“ ექიმმა შეშფოთება გამოთქვა ნახევარმცველ ანხელ დი მარიას მდგომარეობით, – წერს გაზეთი „პარიზიენი“.
წყაროს ცნობით, სამედიცინო შტაბის წარმომადგენელმა კლუბის ხელმძღვანელობას მიაწოდა ინფორმაცია ძილის იმ თავისებურებებზე, რომელიც 32 წლის ფეხბურთელს ჩამოუყალიბდა. ირკვევა, რომ დი მარიას უძილობა აწუხებს, აგრეთვე, დროებითი დეპრესია აქვს. ამგვარი მდგომარეობის მიზეზი საფეხბურთო მოღვაწეობის შეჩერებაა. დი მარიას მეუღლემ ახლობლებს განუცხადა, რომ მისი ქმარი ზომბივით იქცევა.
საფრანგეთში ჩემპიონატი ვადაზე ადრე დასრულებულად გამოაცხადეს და პსჟ-ს ჩემპიონობა მიანიჭეს.