„ბენფიკის“ ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ დაასახელა ყველაზე ცუდი მწვრთნელი თავის კარიერაში.
„ყველაზე ცუდი მწვრთნელი არის ვან გაალი. ეს შემიძლია, ეჭვგარეშე გითხრათ. უბრალოდ რომ იცოდეთ, სანამ მკითხავთ“, – განაცხადა დი მარიამ, რომელიც არ დაელოდა ESPN Argentina-ს ჟურნალისტის შეკითხვას.
არგენტინელი ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2014-15 წლებში თამაშობდა. ეს სეზონი გახდა მისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კარიერაში. მან ითამაშა ყველაზე ცოტა მატჩი (32) და გაიტანა ყველაზე ცოტა გოლი (4).
2019 წელს ვან გაალმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში დი მარიას სუსტი თამაში პრემიერლიგაში წნეხით ახსნა: „მე ის ყველა პოზიციაზე ვათამაშე შეტევაში, მაგრამ ვერცერთზე ვერ შეძლო ჩემი დარწმუნება“.