დი მარია „პარი სენ-ჟერმენში” ბედნიერია
დი მარია „პარი სენ-ჟერმენში” ბედნიერია

ფრანგულ საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ 2017 წელი გაიხსენა, როცა მას „ბარსელონაში“ ეპატიჟებოდნენ, მაგრამ პარიზულ კლუბში დარჩა.

„ბარსელონა” ჩემ გადაყვანას ცდილობდა. კლუბები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, მაგრამ „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემი გაყიდვა არ მოისურვა. ამით ყველაფერი არ დამთავრებულა. კლუბში ადამიანები ჩემს შესახებ ბევრს საუბრობდნენ, მაგრამ საბოლოოდ მე მართალი გამოვდექი. ამჟამად ფრანგულ გუნდში ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი ევროპული კარიერის დამთავრება აქ მსურს, ახლა მხოლოდ ფეხბურთზე მინდა კონცენტრაცია მოვახდინო, დანარჩენი კი მერე თავისით გამოჩნდება. შესანიშნავი იქნებოდა, „პარი სან-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება. საქმე მხოლოდ ტიტულში არა არის, ეს კლუბთან და გულშემატკივრებთან მიჯაჭვულობასაც ეხება“, – განუცხადა არგენტინელმა „გოლს“.