დი მარია მომდევნო კვირას „ბენფიკაში“ დაბრუნდება #1TVSPORT
დი მარია მომდევნო კვირას „ბენფიკაში“ დაბრუნდება #1TVSPORT

არგენტინელი ნახევარმცველი ანხელ დი მარია მომდევნო კვირას კონტრაქტს გააფორმებს „ბენფიკასთან“, – წერს თავის „ტვიტერში“ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ინფორმაციით, ყველა დოკუმენტი უკვე მზად არის. კონტრაქტი ერთწლიანი იქნება და 2024 წლის 30 ივნისამდე იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონმა 6 ივნისს გამოაცხადა „იუვენტუსიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლის შესახებ.

დი მარიამ გასულ სეზონში 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რვა გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

არგენტინელი „ბენფიკაში“ 2007-10 წლებში თამაშობდა.