ბრაზილიამ არგენტინასთან წააგო და პარიზის ოლიმპიადაზე ვერ ითამაშებს #1TVSPORT
ბრაზილიამ არგენტინასთან წააგო და პარიზის ოლიმპიადაზე ვერ ითამაშებს #1TVSPORT

ბრაზილიის 23-წლამდელთა ნაკრები ვერ ითამაშებს პარიზის ოლიმპიადაზე.

რამონ მენეზეშის გუნდმა სამხრეთ ამერიკის ზონის შესარჩევი ტურნირის ფინალური ოთხგუნდიანი ჯგუფის მესამე ტურში 0:1 წააგო არგენტინასთან და მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა. ასე რომ, ბოლო ორი ოლიმპიადის გამარჯვებული ბრაზილია არ იქნება წარმოდგენილი ზაფხულის თამაშებზე.

სამხრეთ ამერიკიდან პარიზის ოლიმპიადაზე ითამაშებენ ფინალური ჯგუფის გამარჯვებული პარაგვაი და მეორეადგილოსანი არგენტინა, რომელსაც ხავიერ მასკერანო ავარჯიშებს.

ცოტა ხნის წინ დაიწერა იმის შესახებ, რომ თუ არგენტინა მოიპოვებდა ოლიმპიადის საგზურს, პარიზში ამ გუნდის რიგებში შეიძლება ლიონელ მესიმ და ანხელ დი მარიამ ითამაშონ.