დი მარია - მინდა, მომდევნო კოპა ამერიკაზე ვითამაშო, ამისთვის ევროპაში დარჩენა მჭირდება, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე აღარ ვოცნებობ #1TVSPORT
დი მარია - მინდა, მომდევნო კოპა ამერიკაზე ვითამაშო, ამისთვის ევროპაში დარჩენა მჭირდება, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე აღარ ვოცნებობ #1TVSPORT

„იუვენტუსის“ შემტევმა, ანხელ დი მარიამ აზრი გამოთქვა არგენტინის ნაკრებში საკუთარ კარიერაზე.

ნახევარმცველმა აღნიშნა, რომ არ ითამაშებს მსოფლიოს მომდევნო ჩემპიონატზე, მაგრამ იმედოვნებს, რომ დაეხმარება არგენტინის ნაკრებს კოპა ამერიკაზე, რომელიც 2024 წელს გაიმართება.

„უკვე აღარ ვოცნებობ მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაგრამ მჯერა, რომ მომდევნო კოპა ამერიკაზე გამოვალ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ“, – ამბობს არგენტინელი.

35 წლის დი მარია გამოეხმაურა ბოლოდროინდელ ჭორებს, რომლის მიხედვითაც, შეიძლება დაბრუნდეს არგენტინის ჩემპიონატში.

„მე საქმის კურსში ვარ „როსარიო სენტრალთან“ დაკავშირებულ ჭორებზე და არ მომეწონა. თავად გადავწვეტ, როდის დადგება შესაბამისი დრო არგენტინაში დასაბრუნებლად.

მინდა, კოპა ამერიკაზე თამაში, ამიტომაც ჩემთვის მნიშნელოვანია ევროპაში დარჩენა, რათა ნაკრებში გამოძახება მივიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლიონელ სკალონის ჩემი იმედი არ ექნება“, – ამბობს დი მარია.

ამასთან, არგენტინელს მიაჩნია, რომ ლიონელ მესი, რომელიც მისი ასაკისაა, შეძლებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე თამაშს.

„მესიმ უნდა ითამაშოს მსოფლიოს მომდევნო ჩემპიონატზე. ის ლეოა. შვიდი „ოქროს ბურთი“, ჩემპიონთა ლიგის ტიტულები, „ბარსელონასთან“ ერთად ყველა ტურნირის მოგება. მესი საუკეთესოა ისტორიაში. ლეო და დანარჩენები უმაღლეს დონეზე იქნებიან“, – დაამატა არგენტინელმა.