დი ფრანჩესკო ზაფხულში ფიორენტინას ჩაიბარებს
დი ფრანჩესკო ზაფხულში ფიორენტინას ჩაიბარებს

რომას ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ შესაძლოა ფიორენტინა ჩაიბაროს. გაზეთი კორიერე დელო სპორტი (Corriere dello Sport) წერს, რომ ფლორენციული კლუბი ამ სპეციალისტის დანიშვნას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ აპირებს, როცა გუნდის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ სტეფანო პიოლის კონტრაქტი ამოეწურება.

ადრე პიოლიმ განაცხადა, რომ არ სურს ხელშეკრულების გაგრძელება, ამიტომაც ფიორენტინას მოუწევს ახალი მწვრთნელის ძიება.

დი ფრანჩესკომ გასულ კვირას დატოვა რომა და ადგილი კლაუდიო რანიერის დაუთმო.