დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 273 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 273 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში გადამუშავებული ყურძნის ჯამური რაოდენობა 273 ათას ტონამდეა. სააგენტოს 16 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭაში გადამუშავებულია 2 100 ტონა ყურძენი. წელს რაჭაში, ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უპრეცედენტო რაოდენობას – 2 500 ტონამდე მოსავალს ელიან.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, კახეთში 270 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. რთველი კახეთში დასკვნით ეტაპზეა.

1 000 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული ქართლში, იმერეთსა და ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, „კოვიდ-19“ პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდა. სუბსიდიას იღებს ღვინის კომპანია, რომელმაც შეისყიდა და გადაამუშავა კახეთის რეგიონში მოწეული, არანაკლებ 1 000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანეს ჯიშის ყურძენი.

ამასთან, შესყიდულ კილოგრამ ყურძენში კომპანიამ ჩამბარებელს არანაკლებ 0.80 ლარი გადაუხადა. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია:  კილოგრამ რქაწითელზე და კილოგრამ კახურ მწვანეზე – 0.30 ლარი.

დატოვე კომენტარი