დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული 70-მდე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია
დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული 70-მდე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კოვიდინფიცირებულებიდან 70-მდე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

„7 073 აქტიური შემთხვვევიდან, პაციენტების ნაწილი სტაციონარში, სასტუმროებში მკურნალობს. რაც შეეხება მსუბუქ და უსიმპტომო პაციენტებს, მათი ნაწილი ბინაზე მკურნალობს. საქართველოს მასშტაბით 70-მდე კრიტიკული პაციენტია. კრიტიკული პაციენტების ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ენდელაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა.

„ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საშუალოზე მძიმე. გვყავს მძიმე პაციენტებიც, ასევე ინფიცირებულები მკურნალობენ ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში. თუმცა ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე პაციენტი არ გვყავს“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.