საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:03, 15.10.2020

საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით დადასტურებულთა საერთო რაოდენობა 14 440-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა კიდევ 208 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა არის 7 367.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 113-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 792 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1042-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

საქართველოში გუშინ კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი