დღეს „იუვენტუსი“ დავიდე ასტორის პატივს მიაგებს
დღეს „იუვენტუსი“ დავიდე ასტორის პატივს მიაგებს

იტალიის სერია A-ს მე-14 ტურში „იუვენტუსი“ „ფიორენტინას“ ესტუმრება.

ფლორენციელთა ყოფილი კაპიტნის, დავიდე ასტორის ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ „იუვენტუსი“ „არტემიო ფრანკიზე“ პირველად ითამაშებს. იტალიური მედიის ცნობით, შეხვედრის დაწყებამდე „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი ასტორის საპატივცემულოდ „ფიორენტინას“ სათადარიგო სკამთან ყვავილების თაიგულს მიიტანს. შეგახსენებთ, რომ „ფიორეს“ ქომაგებს „იუვენტუსთან“ მტრული დამოკიდებულება აქვთ.

აღსანიშნავია, რომ კიელინი „ფიორენტინას“ ღირსებას 2004-2005 წლების სეზონში იცავდა, ხოლო ასტორისთან ერთად იტალიის ნაკრებშიც უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ დავიდე ასტორი 2018 წლის 4 მარტს, უდინეს ერთ-ერთ სასტუმროს ნომერში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.