დღეს ეროვნული ლიგის ახალი სეზონი იწყება #1TVSPORT
დღეს ეროვნული ლიგის ახალი სეზონი იწყება #1TVSPORT

დღეს ეროვნული ლიგის ახალი სეზონი იწყება – საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელსაც 1990-2016 წლებში უმაღლესი ლიგა ერქვა, ხოლო 2019 წლიდან ეროვნული ლიგის სახელს ატარებს.

ახალ სეზონზე ეროვნულ ლიგაში 10 გუნდი ითამაშებს. უმაღლესი ლიგის ყველაზე ტიტულიანი კლუბი „დინამო თბილისია“, რომელიც ჩემპიონი 19-ჯერ გახდა. ახალ სეზონში დებიუტანტი მხოლოდ საგარეჯოს „გარეჯია“.

საქართველო დამოუკიდებლად ჩემპიონატს 1990 წლიდან ატარებს. პირველი მატჩი „ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე“ 1990 წლის 30 მარტს თბილისის „დინამოსა“ და ფოთის „კოლხეთს“ შორის გაიმართა.

წლევანდელი ეროვნული ლიგის პირველი მატჩი 28 თებერვალს, თბილისში, „იბერია 1999-სა“ და „თელავს“ შორის „მიხეილ მესხი არენაზე“ 19:00 საათზე დაიწყება. ტური სამ დღეს გაგრძელდება და 2 მარტს დასრულდება.

ეროვნული ლიგა, ტური 1

პარასკევი, 28 თებერვალი

იბერია 1999 – თელავი

19:00. „მიხეილ მესხი – არენა“. თბილისი

შაბათი, 1 მარტი

სამგურალი – კოლხეთი 1913

15:00. სფფ-ს საფეხბურთო ცენტრი. წყალტუბო

გაგრა – ტორპედო

18:00. „დავით პეტრიაშვილი არენა“. თბილისი

კვირა, 2 მარტი

დილა – გარეჯი

18:00. „თენგიზ ბურჯანაძე არენა“. გორი

დინამო ბთ – დინამო თბ

19:00. „აჭარაბეთ არენა“. ბათუმი