დღეს, 26 სექტემბერს საქართველოში მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი ჩამოვა #1TVSPORT
დღეს, 26 სექტემბერს, თბილისში ოფიციალური ვიზიტით მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი, ბილ ბომონტი, აღმასრულებელი დირექტორი ალან გილპინი და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი – დევიდ კერიგი ჩამოდიან.
დელეგაცია „ლელოს“ სარაგბო ბაზას ეწვევა, სადაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ასევე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრები, ფონდი „ქართუ“ და საქართველოს რაგბის კავშირი ხელს მოაწერენ მემორანდუმს მასშტაბური პროგრამის „ჩაერთე რაგბიში“ განხორციელებაზე, რაც 150-ზე მეტ სკოლაში საბავშვო რაგბის განვითარებას ითვალისწინებს.
დელეგაცია პრემიერ-მინისტრს, ხოლო მოგვიანებით საქართველოს რაგბის ადმინისტრაციას ქართული რაგბის სტრატეგიასა და განვითარების ხელშეწყობაზე სასაუბროდ შეხვდება.
მსოფლიო რაგბის უმაღლესი დონის ვიზიტი საქართველოში 28 სექტემბერს დასრულდება.