დევისის თასის მსოფლიო ჯგუფში ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა.
ყველა დაძაბული ბრძოლა ესპანეთისა და გერმანიის მეოთხედფინალში იყო. ორი დღის შემდეგ, გერმანელები 2:1-ს იგებდნენ და კვირას ერთი ქულის აღება სჭირდებოდათ ნახევარფინალში გასასვლელად. მაგრამ ესპანელმა ვეტერანებმა – რაფაელ ნადალმა და დავიდ ფერერმა მოახერხეს თავიანთი მატჩების მოგება.
ნადალმა ალექსანდრ ზვერევი გაანადგურა, ფერერს კი ხუთი სეტი დასჭირდა ფილიპ კოლშრაიბერის დასამარცხებლად. ესპანეთმა 3:2 მოიგო და 2012 წლის შემდეგ, პირველად გავიდა დევისის თასის ნახევარფინალში.
ესპანელები ამ ეტაპზე სტუმრად შეხვედებიან საფრანგეთს. მოქმედმა ჩემპიონმა მეოთხედფინალში სტუმრად მოუგო იტალიას და ზედიზედ მესამედ გავიდა დევისის თასის ნახევარფინალში. ფრანგებმა იტალიაში პირველად გაიმარჯვეს 1927 წლის შემდეგ.
ხორვატიამ საკუთარ მოედანზე დამაჯერებლად დაამარცხა ყაზახეთი. აღსანიშნავია, რომ ხორვატები 2013 წლის შემდეგ არ აგებენ დევისის თასზე გრუნტის საფარიან კორტებზე. ისინი ნახევარფინალში ამერიკას უმასპინძლებენ, რომლებიც ესპანელების მსგავსად, ასევე პირველად არიან ამ ეტაპზე 2012 წლის შემდეგ.
ესპანეთი-გერმანია 3:2
0:1 დავიდ ფერერი-ალექსანდრ ზვერევი 4:6, 2:6, 2:6
1:1 რაფაელ ნადალი-ფილიპ კოლშრაიბერი 6:2, 6:2, 6:3
1:2 ფ. ლოპესი/მ. ლოპესი-პუეცი/შტრუფი 6:3, 6:4, 3:6, 6:7, 7:5
2:2 რაფაელ ნადალი-ალექსანდრ ზვერევი 6:1, 6:4, 6:4
3:2 დავიდ ფერერი-ფილიპ კოლშრაიბერი 7:6(1), 3:6, 7:6(4), 4:6, 7:5
იტალია-საფრანგეთი 1:3
0:1 ანდრეას სეპი-ლუკ პუი 3:6, 2:6, 6:4, 6:3, 1:6
1:1 ფაბიო ფონინი-ჟერემი შარდი 6:7, 6:2, 6:2, 6:3
1:2 ბოლელი/ფონინი-ერბერი/მაუ 4:6, 3:6, 1:6
1:3 ფაბიო ფონინი-ლუკ პუი 6:2, 1:6, 6:7(3), 3:6
ხორვატია-ყაზახეთი 3:1
1:0 მარინ ჩილიჩი-დმიტრი პოპკო 6:2, 6:1, 6:2
1:1 ბორნა ჩორიჩი-მიხაილ კუკუშკინი 6:3, 6:7, 4:6, 2:6
2:1 დოდიგი/მაკტიჩი-ხაბიბულინი/ნედოვესოვი 6:7, 6:4, 6:4, 6:2
3:1 მარინ ჩილიჩი-მიხაილ კუკუშკინი 6:1, 6:1, 6:1
აშშ-ბელგია 3:0
1:0 ჯონ ისნერი-დე ლოორე 6:3, 6:7, 7:6, 6:4
2:0 სემ კუერი-რუბენ ბემელმანსი 6:1, 7:6, 7:5
3:0 ჰარისონი/სოკი-ჟილი/ფლიგენი 5:7, 7:6, 7:6, 6:4.
14-16 სექტემბერს, ნახევარფინალებში ხვდებიან:
საფრანგეთი-ესპანეთი
ხორვატია-აშშ.