დევისის თასზე წილისყრა გაიმართა - საქართველოს ნაკრებიდან პირველი საბა ფურცელაძე იასპარეზებს #1TVSPORT
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასის მსოფლიოს მეორე ჯგუფის ეგიდით მექსიკის ეროვნულ გუნდს შეხვდება.
დღეს შეჯიბრების წილისყრა გაიმართა, რომლის შედეგადაც ცნობილი გახდა, რომ 14 სექტემბერს საქართველოს ნაკრებიდან პირველი საბა ფურცელაძე იასპარეზებს. ჩვენი გუნდის პირველი ნომრის მეტოქე ალან ფერნანდო რუბიო ფიერო იქნება.
ერთეულთა თანრიგის მეორე მატჩში საქართველოს მეორე ნომერს, ალექსანდრე ბაკშის მექსიკის ნაკრების პირველი ნომერი როდრიგო პაჩეო მენდეზი შეხვდება.
15 სექტემბერს წყვილთა თანრიგის ერთი და ერთეულთა თანრიგის ორი მატჩი შედგება. სავარაუდოდ, წყვილებში საქართველოს ალექსანდრე ბაკში და ზურაბ ტყემალაძე წარადგენენ. რაც შეეხება ერთეულებს, ფურცელაძე პაჩეკო მენდეზს შეხვდება, ხოლო ბაკში – რუბიო ფიეროსის.
დევისის თასის მატჩები თბილისში, მზიურის საჩოგბურთო კორტებზე ჩატარდება, ხოლო შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი შემოგთავაზებთ.