დევიდ ქემერონი აცხადებს, რომ ეთანხმება ჯო ბაიდენს ღაზაში ცეცხლის დროებით შეწყვეტის აუცილებლობაში

18:33, 10.04.2024

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ქემერონის განცხადებით, ის ეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ღაზაში ცეცხლის დროებით შეწყვეტის აუცილებლობაში. ამის შესახებ ქემერონმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ისევე, როგორც მე მოვითხოვე არაერთხელ, ასევე, ის სამართლიანად მოითხოვს ნეთანიაჰუსგან პაუზას საბრძოლო მოქმედებებში ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად და მძევლების გამოსაყვანად“, – განაცხადა ქემერონმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შეცდომად შეაფასა ბენიამინ ნეთანიაჰუს მიდგომა ღაზის კონფლიქტის მიმართ და მას საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მსგავსი