დევიდ კრამერი - საქართველოს მოსახლეობამ ცხადად გამოხატა მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მათ სურთ კანდიდატის სტატუსი, ვიმედოვნებ, მთავრობას შეუძლია, შეასრულოს პირობები
დევიდ კრამერი - საქართველოს მოსახლეობამ ცხადად გამოხატა მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მათ სურთ კანდიდატის სტატუსი, ვიმედოვნებ, მთავრობას შეუძლია, შეასრულოს პირობები

ევროკომისიამ ერთად შეკრიბა რეკომენდაციები. მათ არ უთქვამთ, რომ რომელიმე უფრო მნიშვნელოვანია სხვებზე. ყველა მნიშვნელოვანია, ყველა მათგანი უნდა მოგვარდეს, – ამის შესახებ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა დევიდ კრამერმა ევროკავშირის 12 პუნქტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ საქართველოს მთავრობა ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებს შეასრულებს.

ამასთან, როგორც დევიდ კრამერმა აღნიშნა, საქართველოს მხარდასაჭერად ყველამ ერთად უნდა იმუშაოს.

„ეს არის უნიკალური კონფერენცია, რომლის მსგავსი არ არსებობს. ეს წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გვსურს, გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინის მიმართ. საქართველოს ბევრი საერთო აქვს უკრაინასთან. საქართველოში რუსეთი 2008 წელს შეიჭრა. მისი ტერიტორიები ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის ძალების მიერ. ახლა ცხელი ომი მიმდინარეობს უკრაინაში, სადაც ათასობით ადამიანი იღუპება. ჩვენ ასევე გვსურს, მხარდაჭერა გამოვხატოთ საქართველოს მიმართ. საქართველომ რთული დრო გაიარა. აშშ საქართველოს საუკეთესო მეგობარი და მოკავშირეა. აქ ვართ მხარდაჭერისთვის, რადგან წარმატებული საქართველო არის როგორც საქართველოს, ასევე ევროპის და აშშ-ის ინტერესებში. ევროკომისიამ ერთად შეკრიბა რეკომენდაციები. მათ არ უთქვამთ, რომ რომელიმე უფრო მნიშვნელოვანია სხვებზე. ყველა მნიშვნელოვანია. ყველა მათგანი უნდა მოგვარდეს. საქართველოს მოსახლეობამ ცხადად გამოხატა მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მათ სურთ კანდიდატის სტატუსი. ვიმედოვნებ, მთავრობას შეუძლია, შეასრულოს ის პირობები, რომლის იდენტიფიცირებაც ევროკომისიამ მოახდინა. ეს იქნება საქართველოს ინტერესებში, ეს იქნება ევროკავშირის ინტერესებში, ასევე აშშ-ის ინტერესებში. ასე რომ, ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ საქართველოს მხარდასაჭერად, რომ მიაღწიოს ამ მიზნებს“, – განაცხადა დევიდ კრამერმა.

თბილისში მე-6 საერთაშირისო კონფერენცია, „დიდება უკრაინას“ მიმდინარეობს.