დევი ტაბიძე - ყველას გთხოვთ, დარჩით სახლში, დავიცვათ ყველა წესი, რათა საქართველო მართლა არ გახდეს იტალია
დევი ტაბიძე - ყველას გთხოვთ, დარჩით სახლში, დავიცვათ ყველა წესი, რათა საქართველო მართლა არ გახდეს იტალია

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, დევი ტაბიძის განცხადებით სამედიცინო დამცავ საშუალებებთან დაკავშირებით მათ ამ დროისთვის არანაირი პრობლემა არ აქვთ.

„ჩვენ ყველაფერი გვაქვს. რამდენი ხნის რესურსი, ორი საათი, სამი საათი დაგვჭირდება, თუ 30 დღე, ამ რესურს ჩვენ ვფლობთ. რესპუბლიკურ საავადმყოფს არანაირი პრობლემა არ აქვს“ ,- განაცხადა დევი ტაბიძემ.

მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, სახლში დარჩნენ.

„ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დარჩით სახლში, ჯანდაცვის მუშაკებს საშუალება მოგვეცით, რომ ჩვენი საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, ამ ძალიან არასასიამოვნო მდგომარეობიდან გამოვიდეთ. ჩვენი მონაცემები იყო სულ ორი, ერთი, სამი –  მაქსიმუმ ხუთი. გუშინ იყო ცხრა, დღეს არის ათი. რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის 21 პაციენტი. ძალიან გთხოვთ ყველას, მთელ მოსახლეობას, დარჩით სახლში და მაქსიმალურად დავიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ყველა წესი, რომ იტალია მართლა არ გახდეს“ , – აღნიშნა დევი ტაბიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პირველი არხის ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ მთელი საქართველო რისკის ჯგუფია, ვართ საშიშროების წინაშე, რომ საქართველოში განმეორდება იტალია.

მისივე თქმით, მოწოდებების მკაცრად დაცვის შემთხვევაში, რჩება შანსი, რომ ცუდი სცენარები არ გამართლდეს.