სუპერმძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონმა დეონტეი უაილდერმა ტაისონ ფიურისთან მომავალ მატჩ-რევანშზე ისაუბრა.
„მე არ მაღელვებს ფიური. როცა ჩვენ თებერვალში ერთმანეთს შევხვდებით, მას ნოკაუტში გავგზავნი და მსაჯს შეუძლია კიდევ უფრო ნელა დათვალოს წამები.
ფიური რინგზე იქნება დაწოლილი და პროჟექტორების შუქს დაუწყებს ყურებას. მას აქ არავინ იცნობს. უბრალოდ დააკვირდით, როგორ ჰყიდის ბრძოლის ბილეთებს, აპოლო კრიდივით გამოწყობილი. ტაისონი ჩვეულებრივი ჯამბაზია და მას ხალხი დასცინის“, – თქვა უაილდერმა.
უაილდერისა და ფიურის ორთაბრძოლა 22 თებერვალს ლას-ვეგასში ჩატარდება. მანამდე კი უაილდერი კუბელ მოკრივეს, ლუის ორტისს დაუპირისპირდება. ბრძოლა ლას ვეგასში, MGM Grand-ის არენაზე 24 ნოემბერს, თბილისის დროით დილის 6 საათზე გაიმართება.