დემურ ქაჯაია და გორ აივაზიანი მოკრივეთა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ #1TVSPORT
დემურ ქაჯაია და გორ აივაზიანი მოკრივეთა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ #1TVSPORT

სოფიაში დასრულებულ მოკრივეთა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე, ორი ქართველი სპორტსმენი – გორ აივაზიანი (51 კგ) და დემურ ქაჯაია (63.5 კგ) ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ, რაც ქართული კრივისთვის უდიდესი წარმატებაა.

აივაზიანმა ფინალში ალბანელი მოკრივე მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა, ხოლო დემურ ქაჯაიამ ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში მოლდოველ სპორტსმენს სძლია. ბულგარეთის დედაქალაქში საქართველოს ჰიმნი ერთ დღეში ორჯერ გაჟღერდა.

ჯამში საქართველოს ახალგაზრდული მოკრივეთა ნაკრები სამშობლოში ექვსი მედლით ბრუნდება:

თათია ბუკია (75 კგ) – ვერცხლი;

თამარ სამელია (48 კგ) – ბრინჯაო;

გოჩა გორდულავა (60 კგ) – ბრინჯაო;

საბა კვინიკაძე (75 კგ) – ბრინჯაო.

მოკრივეები სამშობლოში 22 აპრილს 16:30 სთ-ზე დაბრუნდებიან.