დელეი ბლინდი მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა #1TVSPORT
ნიდერლანდების ნაკრების მცველი დელეი ბლინდი მიუნხენის „ბაიერნის“ფეხბურთელი გახდა, – ტრანსფერი გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებ გვერდმა დაადასტურა.
32 წლის ფეხბურთელმა 5 იანვარს სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბმა იგი ოფიციალურად წარადგინა. ბლინდსა და „ბაიერნს“ შორის ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გაფორმდა. ფეხბურთელი დოჰაში შეკრებაზე მყოფ „ბაიერნს“ 6 იანვარს შეუერთდა.
მიუნხენელებმა ბლინდთან თანამშრომლობა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა ერნანდესმა მძიმე ტრავმა მიიღო და, წინასწარი ინფორმაციით, თამაშს, მინიმუმ, სექტემბრამდე ვერ შეძლებს.
მიმდინარე სეზონში ბლინდმა „აიაქსის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 საგოლე პასი შეასრულა.