შანხაის “მასტერსზე” მიღებული ტრავმის შემდეგ, სამედიცინო შემოწმება გაიარა არგენტინელმა ჩოგბურთელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ. მან ჩინურ ტურნირზე მესამე წრეში შეწყვიტა მატჩი ხორვატი ბორნა ჩორიჩის წინააღმდეგ.
სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ არგენტინელს მუხლის ძვალი აქვს გაბზარული. თუ მას სამკურნალოდ ოპერაცია არ დასჭირდება, მაშინ ექვს კვირაში მოახერხებს დაბრუნებას, ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში კი დელ პოტროს ხუთი თვე გაუცდება.
|დღეისთვის, დელ პოტრო მეოთხე ადგილზეა ATP-ის რეიტინგში. წელს მან ცხრაწლიანი შესვენების შემდეგ, პირველად ითამაშა “დიდი სლემის” ტურნირის ფინალში.