ავსტრალიის ღია პირველობის წინ, ჩოგბურთელთა ნაწილმა რეპეტიცია ოკლენდში გაიარა. აქ ATP-ის ტურნირის ფინალურ მატჩში არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს შეხვდა.
არგენტინელს მეორე განთესვის ნომერი ჰქონდა, ესპანელს – მეხუთე, მიუხედავად ამისა, ორი საათისა და შვიდი წუთი დაძაბული ბრძოლის შემდეგ, ბაუტისტა აგუტმა სამ სეტში მოიგო – 6:1, 4:6, 7:5.
ჩოგბურთელებმა თითქმის თანაბარი რაოდენობის ბრეიკ-პოინტები გამოიმუშავეს – ხუთი ესპანელს და ოთხი – არგეტინელს. ბაუტისტა აგუტს ამ შანსების რეალიზაციის უფრო მაღალი პროცენტი ჰქონდა (ოთხი ხუთიდან), ვიდრე დელ პოტროს (ორი ოთხიდან) და ამის ხარჯზე გაიმარჯვა.
29 წლის ბაუტისტა აგუტისთვის ეს იყო მეშვიდე ტიტული კარიერაში.