დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ვნახოთ, რა პოზიცია ექნება საბოლოო ჯამში სახელმწიფოს, ჩვენი ზოგადი მოწოდებაა, კანონი არ უნდა დავარღვიოთ
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ვნახოთ, რა პოზიცია ექნება საბოლოო ჯამში სახელმწიფოს, ჩვენი ზოგადი მოწოდებაა, კანონი არ უნდა დავარღვიოთ

ვნახოთ, რა პოზიცია ექნება საბოლოო ჯამში სახელმწიფოს, ჩვენი ზოგადი მოწოდებაა, კანონი არ უნდა დავარღვიოთ, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

„ჩვენ ვიცით ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები და ვცდილობთ, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით აღვასრულოთ მსახურება. ზოგადად ეს არის და ხვალ ცოტა უფრო დაწვრილებით იქნება რაღაც დეტალებზე საუბარი შესაძლებელი.

ვნახოთ, რა პოზიცია ექნება საბოლოო ჯამში სახელმწიფოს, მე ვერ ვიტყვი მათ ნაცვლად, თუმცა ჩვენი ზოგადი მოწოდება როგორიც იყო აქამდე, რომ არ უნდა დავარღვიოთ მითითებები, კანონი არ უნდა დავარღვიოთ, ეს შენარჩუნდება. ყველაფერს დავაზუსტებთ, როგორ გავაკეთოთ ისე, რომ კანონი არ დავარღვიოთ.

ერთმნიშვნელოვნად, ჩვენ მოვუწოდებთ მრევლს, რომ კანონი არ დაარღვიონ“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

დატოვე კომენტარი