დეიან ლოვრენი „ლიონში“ გადავიდა #1TVSPORT
დეიან ლოვრენი „ლიონში“ გადავიდა #1TVSPORT

ხორვატიის ნაკრების ცენტრალური მცველი დეიან ლოვრენი კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს – 33 წლის ფეხბურთელი „ზენიტიდან“ „ლიონში“ გადადის სათამაშოდ. ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი ორწლინახევრიანია, შესაბამისად, ლოვრენი ახალ გუნდში 2025 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.

ლოვრენი „ზენიტში“ 2020 წელს 12 მილიონ ევროდ გადავიდა „ლივერპულიდან“. აღსანიშნავია, რომ ხორვატი 2010-13 წლებშიც იყო „ლიონის“ ფეხბურთელი.