დედაქალაქში 60 ახალი ავტობუსი დღეიდან მოძრაობს
დედაქალაქში 60 ახალი ავტობუსი დღეიდან მოძრაობს

ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანი არის, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე სწრაფი და კომფორტული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძემ დღეს 34 ნომერი ავტობუსით იმგზავრა და აღნიშნა, რომ ISUZU-ს ფირმის 8-მეტრიანი 60 ერთეული ახალი ავტობუსი დღეიდან იმოძრავებს.

„გუშინ საზოგადოებას წარვუდგინეთ 60 ერთეული ახალი ავტობუსი, რომელიც დამზადდა და ჩამოვიდა იმ 220-დან, როლიც შევუკვეთეთ. წლის ბოლომდე ყველა იქნება მოწოდებული. ეს ავტობუსები უკვე გამოვიდნენ სხვადასხვა ხაზი და მოემსახურებიან თბილისის მოსახლეობას, ძირითადად გადანაწილებულია გარეუბნებში. ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანი არის, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე სწრაფი და კომფორტული. ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ, რომ ჩავანაცვლოთ ის ყვითელი ავტობუსები, რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ყველაზე მეტად რაც მიხარია, ახლა ვიმგზავრე ახალი ავტობუსით და მოსახლეობა, მგზავრები არიან ძალიან ბედნიერები. რა თქმა უნდა, ყველას სიამოვნებს ასეთი ლამაზი, კომფორტული ავტობუსებით მგზავრობა, რაც ძალიან მაგარია, მიხარია და ვულოცავ ყველას“,-განაცხადა კალაძემ.