დე ლაურენტისის აზრით იუვენტუსის მწვრთნელი რონალდუა
დე ლაურენტისის აზრით იუვენტუსის მწვრთნელი რონალდუა

ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მიიჩნევს, რომ იუვენტუსის ნამდვილი მწვრთნელი კრიშტიანუ რონალდუა.

ამის შესახებ ნეაპოლელთა მეპატრონემ იტალიურ მედიას განუცხადა:

„იუვენტუსის ნამდვილი მწვრთნელი რონალდუა. ის არის ლიდერი, ის არის გასახდელის კაცი. მახსოვს, ეროვნულ ნაკრებში ყოფნის დროს, სათადარიგო სკამიდან მწვრთნელზე მეტად უყვიროდა და ხელმძღვანელობდა ფეხბურთელებს“, – აცხადებს დე ლაურენტისი.