ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მიიჩნევს, რომ იუვენტუსის ნამდვილი მწვრთნელი კრიშტიანუ რონალდუა.
ამის შესახებ ნეაპოლელთა მეპატრონემ იტალიურ მედიას განუცხადა:
„იუვენტუსის ნამდვილი მწვრთნელი რონალდუა. ის არის ლიდერი, ის არის გასახდელის კაცი. მახსოვს, ეროვნულ ნაკრებში ყოფნის დროს, სათადარიგო სკამიდან მწვრთნელზე მეტად უყვიროდა და ხელმძღვანელობდა ფეხბურთელებს“, – აცხადებს დე ლაურენტისი.