დავით ზილფიმიანთან ერთად, პარლამენტარის მანდატის გამოყენების თხოვნით ცესკო-ს ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემაც მიმართეს
დავით ზილფიმიანთან ერთად, პარლამენტარის მანდატის გამოყენების თხოვნით ცესკო-ს ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემაც მიმართეს

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელ დავით ზილფიმიანთან ერთად, პარლამენტარის მანდატის გამოყენების თხოვნით ცესკო-ს ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ მიმართეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაუდასტურეს.

„პატრიოტთა ალიანსმა“ საპარლამენტო არჩევნებზე ოთხი მანდატი მიიღო. ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს. მათ სადეპუტატო უფლებამოსილება დღეს შეუწყდათ. რაც შეეხება პარტიის მიერ მოპოვებულ მეოთხე მანდატს, „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ არ აპირებს სადეპუტატო უფლებოსილებაზე უარის თქმას და პარლამენტში შესვლას გეგმავს.

დავით ზილფიმიანი, ფრიდონ ინჯია და გელა მიქაძე პატრიოტთა ალიანსის სიის წევრები არიან, რომლებიც ადგილმონაცვლეობის პრინცპით ისარგებლებენ.

დატოვე კომენტარი